ჩვენს შესახებ

ჩვენი კომპანია შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებს მივცეთ საშუალება, გამოიწერონ სასურველი ნივთები საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებიდან, რომლებიც უშუალოდ საქართველოში მიტანის სერვისს არ გვთავაზობენ. ჩვენი მიზანია, გავამარტივოთ შესყიდვების პროცესი და მივცეთ მომხმარებლებს შესაძლებლობა, მიიღონ ნებისმიერი პროდუქტი მარტივად და დროულად.

ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მისამართს თურქეთში, სადაც შეკვეთილი ნივთები იგზავნება. მას შემდეგ, რაც პროდუქცია ჩვენს საწყობში მოაღწევს, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მის უსაფრთხო და სწრაფ ტრანსპორტირებას საქართველოში. შემდეგ, ჩვენი კურიერები ახორციელებენ შეკვეთილი ნივთების ადგილზე მიტანას.

ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს სერვისის გაუმჯობესებაზე და მომხმარებლების საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე. გვსურს, თითოეული შეკვეთა გახდეს თქვენთვის სასიამოვნო და მარტივი გამოცდილება.