წესები და პირობები

 

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საფოსტო გზავნილით შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა:

რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები;

საბანკო და საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები;

საკვები პროდუქცია;

ფეთქებადი ნივთიერებები;

მიწა და ნერგები მიწით;

პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;

ცოცხალი ცხოველები;

ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;

ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ან მათი თესლი;

ფსიქოტროპული ნივთიერებები;

წამლები (10 შეკვრა) 

* გაითვალისწინეთ:

შემოსავლების სამსახურის ახალი წესების მიხედვით დეკლარირებაში ამანათის მიმღების მიერ არასწორად მითითებული ღირებულების შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები

კომპანია აანაზღაურებს თანხას თუ : 

ამანათი არმოგეწოდებათ საქართველოში ჩამოსვლიდან 30 დღის განმავლობაში 

თუ თქვენ მიერ მართებულად შეძენილი პროდუქცია მისულია საწყობში და აქვს მიმღების  ხელმოწერა და 1 თვის განმავლობაში არ აისახა თქვენ ოთახში, ამოქმედდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების შესაბამისი პირობები.

კომპანია არ არის პასუხისმგებელი  იმ ტვირთზე, რომელიც დაზიანებულ მდგომარეობაში ჩაბარდა საწყობს  

კომპანია არ არის პასუხისმგებელი ისეთ ამანათზე, რომელსაც არ აღენიშნება შეფუთვის გარეგნული ზიანი, რაც შემოწმებულ უნდა იქნას ადგილზე ამანათის ოფისიდან გატანამდე ან საკურიერო მომსახურებისას კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით.

კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის ხარისხსა და რაობაზე, მაღაზიისგან არასათანადოდ შეფუთული ნივთების მდგომარეობაზე. შიდა საფოსტო კურიერების მიერ მცდარ მისამართზე ჩაბარებულ, ხელმოუწერელ ამანათებზე. კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის ტვირთის დაზიანებაზე, თუ პროდუქცია შეძენილია კერძო პირისგან, taobao ან სხვა ტიპის აუქციონზე, ასევე ჩამოწერილი, შეკეთებული ან მეორადი მოხმარების ნივთებზე. მომხმარებელი ვალდებულია მოგვაწოდოს წინასწარ ინფორმაცია ტვირთთან დაკავშირებით, თუ ის შეიცავს სითხეს,ზეთს ან ადვილად მსხვრევად ელემენტებს.

ასევე, კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის თუ  ტვირთის დაკავება, კონფისკაცია, დაყადაღება, მოხდება საბაჟო სამსახურების ან/და ნებისმიერი სახელმწიფო სამსახურების მიერ ტვირთის შემცველობის ან/და მომხმარებლის მიერ არასწორად დეკლარირებული დოკუმენტების, განბაჟების საფასურის გადაუხდელობის  გამო.

კომპანიის ბრალით ტვირთის დაკარგვის ან/და დაზიანების შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხა  განისაზღვრება პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია  მითითებული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას. 

გზავნილს, რომელიც არ იქნება გატანილი  შემსრულებლის ოფისიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში, კომპანია განკარგავს თავისი  შეხედულებისამებრ.